The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ბახტაძე

ილია ბახტაძე
Other name:ბ-ანი  (Pseudonym)
ბ-ი  (Pseudonym)
კენტი (ამ ფსევდონიმით სხვებიც წერდნენ)  (Pseudonym)
შანთი  (Pseudonym)
Date of birth:20 July, 1881
Date of death:1960  (at 78 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Educator, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ხონის ორკლასიანი სკოლა და ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი 1900 წელს.

წერა 1899 წელს, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის ხელნაწერ ჟურნალ "მუშაკში" დაიწყო. 1901 წლიდან აქვეყნებდა წერილებს ჟურნალ "კვალში" (1901, №9,11, 42,47,49, 52; 1902, №8,18,21, 34,37, 40, 46,59; 1903, №14, 30; 1904, №33) და "მოგზაურში" (1905, №9,13,16,20,33,35); 1904 წლიდან - "ივერიაში" (აქ მოათავსა ეგნატე ნინოშვილის დაუბეჭდავ მოთხრობათა კრიტიკული განხილვა), "მოგზაურში", "თეატრი და ცხოვრებაში" (1914, №2,5,8, 11), ბათუმის რუსულენოვან გაზეთებში ("Батумский Вестник", "Заря"), პეტროგრადის ("Русское слово") და სხვ. წერილებში უმთავრესად სწავლა-განათლების, საყოფაცხოვრებო, ხელოვნების, თეატრის, სამწერლო, რევოლუციურ, ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა. დაწერა მოგონება "ოცდაათი წლის წინ" (დასავლეთ საქართველოს რევოლუციური მოძრაობა). 1900 წელს, ილია ბახტაძის უშუალო მონაწილეობით ხონში ჩამოყალიბდა დრამატული წრე. 1901 წელს, სხვებთან ერთად საძირკველი ჩაუყარა ხონის საზაფხულო თეატრს, რამდენიმე წელი იყო მისი კომიტეტის წევრი. ილია ბახტაძე ასრულებდა რეზონიორთა და გმირთა როლებს: სვიმონ ლეონიძე ("სამშობლო"), გაიოზ ფაღავა ("და-ძმა"), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარც ნახავ"), შაჰ-აბასი, ონუფრი, პატარა კახი, გელა და სხვ. სახალხო წარმოდგენებში სრულიად უფასოდ იღებდა მონაწილეობას. 1900 წლიდან ილია ბახტაძე მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, როგორც სოციალ-დემოკრატი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ქუთაისის სამომხმარებლო კოოპერატივის ერთ-ერთი დამაარსებელი და ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსან-მდივანი. 1902-1903 წწ. ხონის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლობდა, საიდანაც მოსწავლეებში რევოლუციური წრეების მოწყობისათვის გარიცხეს და სოფელ მიქელ-გაბრიელში გადაიყვანეს, მალე აქედანაც გაანთავისუფლეს რუსულ გაზეთ "Возрождения"-ში  გამოქვეყნებული წერილისთვის - "3-х копеечный штраф за разговор на родном языке". თარგმნა ნ. რიაზანოვის "შრომის განმათავისუფლებელი ჯგუფი". 1910 წელს ქუთაისში გამოსცა იუმორისტული ალმანახები "თავს ვეძებთ", "ქუთაისის საქმიანობა". გადასახლებული იყო 5 წლით.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ., 2018. -გვ.335; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129

Bibliography


Share: