Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1977 წელს. 1985-1986წწ. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, 1986-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის პედაგოგი, 1990 წლიდან კერამიკოსთა კოლოკვიუმის პედაგოგი; 2003-2006წწ. ბავშვთა სტუდიის პედაგოგი; 1988 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში: თბილისი - "ახალგაზრდა მხატვრები', "თბილისი და თბილისელები" (1988), "თანამედროვე ქართული კერამიკა", "ფერწერა, კერამიკა (1997); ქართული თანამედროვე ქანდაკება და გრაფიკა (2000); 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი გამოფენა (2002). "ხელოვანი ქალები"; ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი (2002); კულტურის საერთაშორისო ბაზრობა "კავკასია 2003"; იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბერთა სავანის აღმშენებლობის ხელშესაწყობად მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა (2003). საქველმოქმედო არტ-აუქციონი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად; "გარდაქმნიდან - რევოლუციამდე''; "ჩაკეტილი სივრცე"; "სათამაშო" (2004); "არტ კავკასია" (2005); "სააღდგომო კვერცხი" (2006). საზღვარგარეთ - კერამიკოსთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი, გრან-პრი, "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" (1998); "Femma 99"; ლექსაიდ გალერეა ჩიკაგო; "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში", პარიზი (1990); Navy Pier, "ზაფხულის რეტროსპექტივა", ჩიკაგო, (1991); "ოგონიოკ-ანტიშიდსი", მოსკოვი (1992); "ქართული ხელოვნება", "ფრენჩკომტეტურინე ლა გროსი" (1993); პერსონალური, სენ კანტენ ლა პოტერი, საფრანგეთი (2001); "ზარდახშა", ბაქო (2004); "ბესლანის სიყვარულით", ერევანი-თბილისი-ნალჩიკი-ვლადიკავკაზი-ბესლანი (2005); მიღებული აქვს აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილი საგანგებო მედალი (1977); ამიერკავკასიის რესპუბლიკების კერამიკოსთა I საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანპრი (1998); ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის III პრემია (2002); მისი ნამუშევრები დაცულია სეგ-ში, თბილისის პესკის მოედანზე, სანდრო ახმეტელის თეატრში, "ლეიქსაიდ" გალერეა (ჩიკაგო). მონაწილეობდა "ლეიქსაიდ" სტუდიაში (1991). მხატვარი-კერამიკოსი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.545 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |