The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ციციშვილი

ქეთევან ციციშვილი
Date of birth:5 July, 1961  (63 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების განყოფილება 1983 წელს და ასპირანტურა 1985 წელს.

1987-1990წწ. მუშაობდა პედაგოგად თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელინისა და მხატვრული ქსოვილების კათედრაზე; 1985 წლიდან მონაწილეობდა  გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "პორტრეტები" (1982), "ჩიტები" (1983), "ნატვრის ხე" (1983), "შებინდება" (1984), "ქართული მოტივები" (1987), "ბადე" (1996), "დეკორატიული მოტივი" (1997). მონაწილეობდა გამოფენებში: ჩიკაგო (1987), თბილისის მხატვრის სახლი (1988), სეგ (1990, 1997), გობელენისა და ქსოვილების III საერთაშორისო ტრიენალე (ბელგია, 1993), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1993, 2000), თბილისის ტრანსკავკასიის კლუბი (1997), ინტერნაციონალური ტექსტილის გამოფენა "გზაჯვარედინი" (ქარვასლა, 2000), ინტერნაციონალური გამოფენა (პოლონეთი, 2001), ტექსტილის საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი, 2003), ეროვნული გალერეა (2003), გამოფენა მხატვრული კავშირის იუბილესთან დაკავშირებით, (ქარვასლა, 2004), სეგ (2005), საერთაშორისო სიმპოზიუმი, (ქარვასლა, 2005). მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქსოვილების კათედრის პედაგოგი, დოცენტი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.546

Member of Organizations

  • დიზაინერთა კავშირები, წევრი (1997-)
  • ევროპის ტექსტილის ჯგუფი, წევრი (2002-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს ტექსტილის ჯგუფი, წევრი (1993-)

Share: