The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარეზასძე

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

XIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. სამცხის მფლობელის, ბექა I მანდატურთუხუცესის ბრძანებით XIII საუკუნის 80-იან წლებში ააგო საფარის წმ. საბას ტაძარი. მისი სახელი მოხსენიებულია ტაძრის დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაში. საფარაშივეა შემონახული რელიეფი - მამაკაცი გონიოთი და ჩაქუჩით ხელში. წარწერაში მოხსენიებულია ფარეზა. სავარაუდოა, რომ იგი ხუროთმოძღვარ ფარეზასძის მამაა და თავადაც ხუროთმოძღვარი იყო. ფარეზასძის ქმნილება წმ. საბას ტაძარი - ტიპური გარდამავალი ხასიათის ძეგლია. ძველ ტრადიციებზე აღზრდილი ოსტატი დაკავშირებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნის დამახასიათებელ ფორმებსა და ელემენტებთან, მაგრამ უკვე საგრძნობია ამ ტრადიციებისაგან მოწყვეტის ნიშნებიც.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.227


გააზიარე: