The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან დავრიშევი

ქეთევან დავრიშევი
Legal name:ქეთევან დავრიშაშვილი
Date of birth:5 April, 1965  (59 years)
Category:Translator, Writer, Screenwriter

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი.

თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ ქეთევან დავრიშევი მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი შრომები ახალგაზრდობისათვის, წერს სცენარებს ფილმებისთვის, თარგმნის ქართულ ზღაპრებს ბავშვებისთვის; 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა,"შავი ზღვა" - 2010 წელს "ლანდერნოს" და "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა, ხოლო 2011 წელს პრიზი "პრინცი-მორისი" სასიყვარულო რომანისათვის. წიგნი ითარგმნა გერმანულ, ქართულ, იტალიურ, ჰოლანდიურ და შვედურ ენებზე. 2012 წელს გამომცემლობა "საბინ ვესპიეზემ" გამოსცა რომანი "განცალკევებულები". რომანს კარგად შეხვდა ლიტერატურული კრიტიკა, წარმატებით სარგებლობს წიგნის მაღაზიებში და წარდგენილ იქნა RTL რადიოს და ჟურნალ Lire-ს პრიზზე. 2014 წელს იმავე გამომცემლობაში გამოიცა რომანი "ოთხი კედელი"; მის ნაწარმოებებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც მის  წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. 2016 წელს ნაწარმოები "სხვა იოსები" გამოქვეყნდა. რომანმა "დე მაგოს" (Deux Magots) პრემია დაიმსახურა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის ნოე ხომერიკისა (დედის მხრიდან) და ცნობილი ავიატორის იოსებ დავრიშევის (სოციალ-ფედერალისტი, მამის მხრიდან) შთამომავალი.
წყარო: არტანუჯის გამომცემლობა: ka-ge.facebook.cominstitutfrancais.geswediteur.com

Bibliography


Share: