შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქართლოს ღარიბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოგვი (ახლანდელი სოფ. ჯორჯიაშვილი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. 1976–1983წწ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში; 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში; 1992–1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში; იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი; მონაწილეობდა საქართველოს საპრეზიდენტო 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში; სოფელ ბოგვში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე საკუთარი სახსრებით ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია; მის სახელს უკავშირდება ამავე სოფლის კიდევ ორი ეკლესიის აღდგენა; სოფლის იმ უბანს სადაც პოლიტიკური მოღვაწე გაიზარდა ქართლოს ღარიბაშვილის ქუჩა ეწოდა. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი". წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 344; saxelebi7.blogspot.com; საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |