The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან ბახტაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

1912 წელს ქუთაისში გამოსცა ალმანახი "გაზაფხული" - საგაზეთო წერილების კრებული სილ. ხუნდაძის, ჯ. ჯორჯიკიას, აკ. პაპავას, ს. ჩიხლაძის, მ. უზნაძის და სხვათა ნაწერებით (ლექსები, მინიატურები, იუმორისტიკა). 1915-1916 წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული (1916 წლიდან ყოველდღიური) პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი "ახალი კვალი", რომელიც 1915 წელს მთავრობის განკარგულებით დაიხურა. განახლდა 1916 წლის 7 მარტიდან - მე-13 ნომრიდან (ამის შესახებ: ჩვენი პასუხი//"ახალი კვალი", 1916, №24; "სამშობლო", 1915, №72). 1936 წელს, თბილისში სევერიან ბახტაძის რედაქტორობით გამოდიოდა რევოლუციის მებრძოლთა დამხმარე საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ცენტრალური და თბილისის საოლქო კომიტეტების ყოველთვიური ორგანო "რემედასი", რომელიც 1925 წელს დაარსდა. მისი რედაქტორობით 1936 წელს სულ 8 ნომერი გამოვიდა, უმთავრესად - საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის შესახებ წერილებით და ცნობებით.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ., 2018. -გვ.338


გააზიარე: