The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ცხოვრებაძე (დეკანოზი)

ზურაბ ცხოვრებაძე
Date of birth:1 July, 1965  (59 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს, თბილისის სასულიერო აკადემია 1997 წელს.

1990-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1997წწ. საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თანამშრომელი; 1997-1999წწ. კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის უფროსი; 1999 წლიდან საპატრიარქოს რადიოს დირექტორი; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი; საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის წევრი; საპატრიარქოს რადიოს თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი დემოგრაფიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რელიგიური თემატიკის სტატიები და ინტერვიუები საერო და საეკლესიო პერიოდიკაში. დაჯილდოებულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზით "ოქროს ფრთა" (2005). გაზეთის - "საპატრიარქოს უწყებანი" რედაქტორი, საპატრიარქოს პრსეცენტრის უფროსის მოადგილე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეპროდუქციული ორიენტაციების ფორმირების თავისებურებანი თბილისის მაგალითზე".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.547


Share: