შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. არის ავტორი ნამუშევრებისა: "დილა" (1983), "სოლომონ შენგელიას პორტრეტი" (1986), "ავტოპორტრეტი" (1987), ბათუმის სასტუმრო "ინტურისტის" ჭერის მოხატულობა (2006) და სხვა. მისი ორი ნამუშევარი - Primavera და პეიზაჟი წარმოდგენილ იქნა პარიზში Grand Palais-ში Art Capital-ის ფარგლებში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი მიღწვევა ქართველი ფერმწერისთვის, რომლის შემოქმედებაც ამ პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში 40 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა. მის მხატვრობაში იგრძნობა თავისუფლების ღრმა ნოსტალგია. მხატვრის ნახატები შთაგონებულია პეიზაჟების სიყვარულით და პასტორალური თემებით. მხატვარი-რესტავრატორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.548; მხატვართა გილდიის ვებ გვერდი: artguild.club ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |