The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა წიკლაშვილი

ნათელა წიკლაშვილი
Date of birth:17 October, 1962  (62 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წნორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს, ასპირანტურა 1989 წელს.

1989-1992წწ. იყო სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აჭარის ა/რ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი (სმედმსი); 1992-2000წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის მასწავლებელი; 2000-2005წწ. ეკონომიკური თეორიის კათედრის გამგე; 2004 წლიდან ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი; 2004-2005წწ. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 2005-2006წწ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2006-2008წწ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; 2006-2013წწ. ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: მიკრო და მაკრო ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, პერსონალის მართვა. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, პროფესორი (2013).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ბაზრის ფორმირება და დასაქმების თავისებურებები საქართველოში", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.553; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: bsu.edu.ge

Bibliography


Share: