The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭავჭანიძე

დავით ჭავჭანიძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1980-1981წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1981-1983წწ. დაბა ხულოს ექიმი-ქირურგი; 1983-1985წწ. ალ. წულუკიძის  სახელობის უროლოგიისა  და  ნეფროლოგიის ს/კ ინსტიტუტის  კლინიკური  ორდინატორი; 1983-2006წწ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოქტორი (1999). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონ  ლბ–1–ის  დაცვითი ეფექტი ობსტრუქციული  ნეფროპათიის  დროს  ექსპერიმენტში", 1990 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭების ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსია", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.556; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ცენტრი: urologycenter.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, წევრი (1995-)

გააზიარე: