შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჭელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს. 1992-1996წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1998წწ. გერმანიის რურის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კლინიკის ექიმი ნეიროქირურგი; 1998-2000წწ. ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 2000 წლიდან სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ნეიროქირურგი; 2001-2006წწ. კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის ნეიროქირურგი; 2006-2012წწ. კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2012-2015წწ. წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან სამედიცინო ცენტრ "ინოვა"-ს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა. ექიმი-ნეიროქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კისრის ხერხემლის დეგენერაციულ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.560; vipmed.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |