The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე
Date of birth:2 July, 1959  (62 years)
Category:Public official, Engineer, Singer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1986 წელს.

1977-1988წწ. იყო საქსახკომტექნიკის საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური დაპროექტებისა და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1988-1992წწ. ანსამბლ "თბილისის" სოლისტი; 1992 წლიდან ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი; 2005 წლიდან ანსამბლ "ფესვების" დირექტორი. გამოშვებული აქვს 5 მუსიკალური ალბომი ("ქართული ხმები"). შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში. არის რაგბში საქართველოს თასის 3 გზის ჩემპიონი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდთან ერთად (1979, 1980, 1981); სსრკ ჩემპიონი კლუბ "შევარდენთან" ერთად (1981); 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ; 1998-2000წწ. იკავებდა "წითელი ხიდის" საბაჟო–გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობას; 2012-2013წწ. იყო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი; 2014-2015წწ. ვაკის რაიონის გამგებელი; 2015-2018წწ. სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი; 2018-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს ხელოვნების ქურუმის წოდება (2006).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.556; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.235

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტიკულტურის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2018-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - კომიტეტის წევრი სიახლეები, წევრი (2018-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი (2018-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", წევრი (2018-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: