The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა ბელიაშვილი

სხვა სახელი:ი. ბელ-ი  (ფსევდონიმი)
ი. თლუღელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1924  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თლუღი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი, სადაც ხელმძღვანელობდა ხელნაწერ ჟურნალ "მუშაკს". მუშაობდა ჭიათურის მაღაროებში შტეიგერად, აქვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობაში. ხალხური ენით, მხატვრული ხერხით ამხელდა, რომ ვიდრე თვითმპყრობლობა და მისი ზედაფენა "გულმყრალაძეები" არსებობენ, მშრომელი ხალხი ვერ მოისვენებს, მთავრობის მხრიდან მათი ოჯახი მუდამ აფორიაქებული იქნებაო. მისი შვილია მწერალი აკაკი ბელიაშვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.352


გააზიარე: