Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1975-1990წწ. იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი; 1990-1992წწ. საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი; 1993-1996წწ. CIPDD -ს გამოცემების მთავარი რედაქტორი; 2001-2003წწ. ალმანახ CaucasUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი; 1995-2006წწ. ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgia Profile-ის მთავარი რედაქტორი. არის ავტორი თარგმანებისა: ენტონი ბერჯესი, "მექანიკური ფორთოხალი" (1990); პატრიკ ზიუსკინდი, "ნელსურნელება" (ბ. კალანდაძესთან ერთად, 1999); ჯ. სელინჯერი, "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" (2005); მოთხრობების, სტატიების, ესეების თარგმანებისა, მათ შორის: დენიელ კიზი, ფრანსის ბეკონი, იუკიო მისიმა, პოლ ჯონსონი, ზბიგნეე ბჟეზინსკი, ჯონ მილტონი, სალმან რუშდი, "მასონური სიტყვის კონა - მცირე ლექსიკონი" და სხვა. დამოუკიდებელი რედაქტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.571
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |