The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი

გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი
Date of birth:26 July, 1945
Date of death:24 September, 2019  (at 74 years)
Category:Architect, Ethnologist, Scientist, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტორის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1967 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. წლების მანძილზე, როგორც არქიტექტორი, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, აფიქსირებდა ტრადიციული არქიტექტურისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს.
აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით მოამზადა და 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართველ მთიელთა საცხოვრებლის ინტერიერის პრობლემებს; მთელი ამ წლების მანძილზე გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ეწევა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. მისი, როგორც მხატვრის ინტერესების სფერო მოიცავს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრების ფართო სპექტრს: ფერწერა, გრაფიკა, პლაკატი, სამეცნიერო ილუსტრაცია, სასაქონლო ნიშანი, ემბლემა, პიქტოგრამა და სხვ. იგი ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციისა, არქიტექტურის, დიზაინისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების პრობლემებზე. ისტორიის დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლითეკის ვებ-გვერდი: dspace.nplg.gov.ge


Share: