Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა ხოლოაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტეზერი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერის საშუალო სკოლა 1972 წელს; თბილისის სამრეწველო ეკონომიური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს. 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში თავმჯდომარის პირად მდივნად; 1980-1986წწ. ამავე სასამართლოში უფროს ინსპექტორად; 1986-1991წწ. საქართველოს სსრ უმაღლეს და შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში მისაღებისა და საჩივრების განყოფილების კონსულტანტად; 1991-1998წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სასამართლო პრაქტიკისა განზოგადების განყოფილების უფროს კონსულტანტად, 1998 წელს (მარტიდან ივლისამდე) - ამავე განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1998-1999წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ; 1999-2005წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2016წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/154 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/295 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.590; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |