The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხსეფარნუგი (მეფე)

Date of birth:10?
Date of death:1??
Category:Royalty

Biography

ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 60-იანი წლებში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოს მოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო. სერაფიტის მამა კი – ფარსმან მეფის პიტიახში. ე.ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო. წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გიორგი მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა. წარწერაში იოდმანგანი იწოდება "ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს. ხსეფარნუგი არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. მას პავლე ინგოროყვა თავის ნაშრომში "ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია" იხსენიებს ფარნუკ I=ხსე-ფარნუგის სახელით. მის მეფობის წლებად ასახელებს 110-იანებს. ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და "ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია" (გვერდი 521) XVII "იმიერ" მეფედ წარმოგვიდგენს [ფ]არ[ნ]უკ II-ს, მას შეესაბამება ქართულ წყაროებში მოხსენიებული აზორკი. მისი XVII-ა "ამიერი" თანა-მეფეა არმაზაერი (არმაზელი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.510; საქართველო მეფეები.- თბ.,2007.-გვ.27-28; საქართველოს ისტორიის ნარკვევები: ტ. 1.-თბ., 1970,-გვ.534


Share: