The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ლ.-ს ძე ბეჟანიშვილი

Legal name:ვასილ ბეჟანიშვილი
Date of birth:1886
Date of death:1962  (at 76 years)
Category:Designer, Painter, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

1911 წელს, ტფილისის მიხეილის საავადმყოფოს ბაღში ცოცხალი ყვავილებისაგან რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის პორტრეტი შექმნა. იმ დროს გაზეთებში წერდნენ: "დიდი მწერლის თავი ისე მხატვრულადაა გამოხატული, თითქოს ეს პორტრეტი დაწერილია ზეთოვან საღებავებით." ამ საუცხოო ნაწარმოების სანახავად მაშინ მთელი ტფილისი მიდიოდა, მაგრამ მეფის მოხელეებმა მისი შემქმნელი სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც ტოლსტოველი, რის გამოც, ვასილ ბეჟანიშვილი რუსეთში გაიქცა. მან მოსკოვში ცოცხალი ყვავილებისა და მცენარეებისაგან რამდენიმე პორტრეტი შექმნა, მათ შორის - ლენინის. 1923 წელს გაზეთი "პრავდა" წერდა: "დილიდან გვიან საღამომდე დიდძალი საზოგადოება, მრავალი ჯურის ხალხი თავს იყრის პორტრეტთან, დიდხანს ტკბება მით, მიდის, კვლავ მოიხედავს გზიდან და აღფრთოვანებით, ყველა, როგორც ერთი, იმეორებს: "აი, ეს სასწაულია! ახლოს მშვენიერია, შორიდან - კიდევ უკეთესი... მისი ნამუშევარი - ეს რაღაც სავსებით ახალია, რადგან მან შექმნა ყვავილების პალიტრა და გამოიგონა ხერხები, რომელთა დახმარებით იგი აიძულებს მცენარეს, გაიზარდოს იმ ფარგლებში, რომლებსაც მოითხოვს ესა თუ ის მხატვრული ნამუშევარი". ვასილ ბეჟანიშვილმა  დიდი სამუშაოები შეასრულა სტალინსკში (კუზნეცკსტროი), სტალინოში (დონბასი), ბაქოში. მასვე მიენდო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს პავილიონის მხატვრულად გაფორმება. მებაღე-მხატვარი, ყვავილოვანი ფერწერის სპეციალისტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.358; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.605


Share: