The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უშანგი ხუმა

უშანგი ხუმა
Legal name:უშანგი ხუმარაშვილი
Date of birth:25 August, 1948
Date of death:1 May, 2023  (at 74 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: დედოფლის წყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1973 წელს.

1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "გონებასუსტის ამბიციები", "შინაგანი ტვირთი" (1985), "უკანასკნელად" (1988), "ავტოგრაფი" (1988), "დიალოგი საკუთარ თავთან" (1989), "ნოსტალგია" (1990), "შინაგანი ტვირთი" (1990), "კატაკლიზმები" (1990). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში: სეგ (1994), გალერეა "ორიენტი" (1998), გალერეა TMS (2000); გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (2003); "ორიენტი" (2005). ჯგუფური - თეატრისა და კინოს მხატვართა (თბილისი, მოსკოვი 1979), საერთაშორისო გამოფენა-სიმპოზიუმი (სოჭი, 1994), თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (თბილისი 1996). მიღებული აქვს გრან-პრი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2001). 2019 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თიბისი არტ გალერეაში გაიმართა, სადაც წარმოდგენილ იქნა მხატვრის მიერ 2018 - 2019 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.593; youtube.com; საქართველოს ეროვნული მუზეუმი: facebook.com ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 74-75

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)

Share: