შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კოხრეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1963 წელს ბათუმის ნავთობგადასატვირთი ბაზის ელექტრომომარაგების განყოფილების ელექტრომონტიორად; 1969-1979წწ. იყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი და ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო საბჭოს თვმჯდომარე; 1976 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1979 წელს არჩეული იქნა დოცენტად; 1979-1998წწ. - ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 1997 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1998-2005წწ. - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რემონტების სამსახურის უფროსი, ელექტროენერგიის დანაკარგების სამსახურის უფროსი, სადისპეჩერო კარგვების მენეჯმენტის ხელმძღვანელი; შეთავსებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი; 2005-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ვ. გორგასლის სახელობის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისსა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2015-2023წწ. - სს "საქართველოს რკინიგზის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ტექნიკური განვითარების ცენტრის უფროსის მოადგილე; 2024 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ენერგია"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრია; ხელმძღვანელობს დოქტორანტების და მაგისტრანტების სამეცნიერო სამუშაოებს; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 100 ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, გამოგონების, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, მეთოდური მითითებების ავტორი; 80-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე; 2000 წელს მონაწილეობდა აშშ-ში ენერგეტიკის მსოფლიო ფორუმზე. ენერგეტიკოს გოჩა კოხრეიძის მამა. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2005), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორ-ემერიტუსი (2017). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |