Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოლა ბერიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს გალობის ლოტბარად აირჩიეს. იყო ევსეი ეგზარხოსის გუნდის ზედამხედველი. გალობა გრიგოლ კარბელაშვილთან შეისწავლა. მცირე ხანს გორის სასულიერო სკოლაში მასწავლებლობდა (ქართულ-რუსულ გალობას ასწავლიდა და საუკეთესო გუნდიც ჰყავდა, აღადგინა კარბელაანთ კილო და ბევრი ძველი ქართული სასულიერო სიმღერა), 1886 წლიდან კი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში. ამ გუნდს წმინდა ნიკოლოზის, სამების, ქაშუეთის და სხვა ეკლესიებში აგალობებდა ხოლმე. ითვლებოდა თავისი დროის საუკეთესო ლოტბარად. ყოველ წელს, ილიაობაზე, თავისი გუნდით ჩადიოდა საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან, სადაც საქართველოს რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა. 1893 წელს სოფელ მარტყოფის მამასახლისად აირჩიეს, სოფლის გლეხობისაგან სოფლის საბჭო შექმნა, ააგო სკოლა, გაიყვანა გზები და სასმელი წყლის მილები, ააშენა ხიდი, ააგო შენობა "პურის მაღაზიისათვის" - ასე ეძახდნენ პურის შესანახ სპეციალური კონსტრუქციის საწყობს, საიდანაც ზამთარში და გაზაფხულზე გლეხობას სესხად ეძლეოდა ხორბალი სათესლედ და საჭმელად. 1906 წელს სოფელმა მეორედ აირჩია მამასახლისად. 1907 წლის 8 ივლისს, ღამით მძინარე მოკლა მოსყიდულმა მკვლელმა. ლოტბარ-მგალობელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.378
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |