The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არტემ ბერეკაშვილი

არტემ ბერეკაშვილი
Date of birth:20 October, 1872  (152 years)
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები (ოკრიბა), ყოფილი ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ტყიბულის რაიონი.

სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1892 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, გარიცხეს; 1898-1906 წწ. იმიერკასპიის ოლქში, შუა აზიის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა უფროს მოანგარიშედ, იყო მუშა-მოსამსახურეთა კავშირის ხაზინადარი, საინფორმაციო ბიუროსა და ადგილკომის წევრი; 1905 წლიდან მონაწილეობდა გაფიცვებში და რევოლუციურ მოძრაობაში, გამოდიოდა მიტინგებზე, კრებებზე; 1906 წელს დაწერა "Обращение к солдатам Асхабадского горнизона", რომელიც არალეგალურად დაიბეჭდა; 1894 წლიდან მუშაობდა ფარულ სამხედრო ორგანიზაციებში, 1914-1917 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას; 1906 წლის ოქტომბრის ბოლოს ქ. აშხაბადი და იმიერკასპიის ოლქი ადმინისტრაციული წესით 24 საათში დაატოვებინეს; არტემ ბერეკაშვილი ავტორია წიგნისა "თურქესტანის რევოლუციური მოძრაობიდან" (მოგონებანი); 1905-1906 წლების რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.360


Share: