შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემო ჯავახი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქსოვილების მხატვრული გაფორმების ფაკულტეტი 1976 წელს, კინოს სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული სამსახიობო სტუდია 1974 წელს. 1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. 1976 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორისაა: სეგ (1976); საფოსტო ხელოვნების გამოფენა - იტალია(1994), პორტუგალია (1995); თურქეთი (1995); ფიროსმანის კლუბი და "ძველი გალერეა" (თბილისი, 1997); ზაარბრუკენი (1998); 3 გამოფენა, "ძველი გალერეა" (თბილისი, 1999); 2000 წელს - "N-გალერეა" (თბილისი), გუმრი (სომხეთი), სოჭი (რუსეთი); ორი გამოფენა რუსეთში (2001); 2002 წელს - კალინგრადი და ეკატერინბურგი (რუსეთი), საბერძნეთი, საფრანგეთი; ვიზუალური ხელოვნების ინტერნაციონალური ფორუმები (ქარვასლა, "აპენდიქსი", "კავკასიის ხელოვნება", თბილისი, 2004); ჯგუფური გამოფენა იტალიაში (2005). პერსონალური გამოფენები: "One man Exhibition" (სან-დიეგო, 1989); ვიდეო შოუ (თბილისი, 1994); "აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ" (თბილისი, 1999); "სხვადასხვა" (თბილისი, 2000). არის პერფორმანსების პროდიუსერი და შემსრულებელი; მარიონეტების თეატრის თანადამფუძნებელი (1981); ავტორი კრებულისა "ექსპერიმენტული პოეზია" (1993). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.602; sputnik-georgia.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 72-73 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |