The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ფიცხელაური

ალექსანდრე ფიცხელაური
Date of birth:1878
Date of death:1928  (at 50 years)
Category:Military Person

Biography

ალექსანდრეს მამა, პეტრე ფიცხელაური, კავკასიური ენების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა  და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, თარჯიმნობასაც ეწეოდა რუსებისათვის მთიელებთან ურთიერთობაში. ალექსანდრე ყმაწვილობიდან სამხედრო სამსახურში იყო ჩაბმული. კადეტთა კორპუსისა და კავალერისტთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა დონის მე-20 პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს დონის 36-ე პოლკის მეთაურია, 1915 წლიდან - პოლკოვნიკი. სამოქალაქო ომში "თეთრების" ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს კაზაკთა მხრიდან. 1918 წლიდან მეთაურობს პარტიზანულ რაზმს. 1918 წლის დეკემბრიდან სტარობელსკის რაიონის გუბერნატორია; 1919 წელს დონის მე–5 დივიზიის მეთაური; 1919 წელს მიიღო გენერალ–ლეიტენანტის წოდება; 1920 წელს დაინიშნა მე–8 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად, ხოლო იმავე წლის მაისში ევაკუირებულ იქნა ყირიმში და დონის კორპუსის თადარიგში ირიცხებოდა. 1920 წლიდან ემიგრაციაშია - გაზეთ "დონსკი მაიაკის" პასუხისმგებელი რედაქტორია, სადაც გამოდიოდა კაზაკთა ზნეობრივი ფასეულობების დამცველად: ყოველი კაზაკი ვალდებულია ემსახუროს თავის მშობლიურ რუსეთს - უნდა ახსოვდეს, რომ მტერია ყველა, ვინც აუმხედრდება მის სამშობლოს; "მშვიდობა", "სიყვარული", "სილამაზე", "სიმართლე" - ეს იყო ლოზუნგები კაზაკთა დროშაზე! დონზე "თეთრების" კაზაკთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი. ალექსანდრე ფიცხელაური გარდაიცვალა პარიზში.

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.geქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.160


Share: