The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1900  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი. იმერეთის მეფის - დავით II-ის შვილიშვილი.

1857 წლის 31 იანვარს მიიღო პორუჩიკის წოდება და საკუთარი თხოვნის საფუძველზე ჩაირიცხა ქართველ გრენადერთა პოლკში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის დაპყრობაში. 1859 წლის დეკემბერში შევიდა გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც დაასრულა შტაბს-კაპიტნის ჩინით და  დაინიშნა გვარდიის კორპუსის შტაბში. შემდგომში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში. 1863 წლის 4 ივლისს გამორჩეული სამსახურისათვის  მიიღო კაპიტნობა. 1864 წლის აგვისტოში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1869 წელს უკვე გენერალ-მაიორის. 1876 წლიდან ინიშნება ჰერცოგ გიორგი მეკლენბურგ-სტრელიცკის თანაშემწედ მსროლელი ბატალიონების ინსპექტორის წოდების მიხედვით. თურქეთთან ომის გამოცხადებასთან ერთად იმერეტინსკი გაიგზავნა ბელგრადში, სერბების სამხედრო მომზადების ხელშესაწყობად, შემდეგ იგი მეთვალყურეობდა პლევნას მე-2 შტურმს.  ამ შტურმისათვის მან მიიღო ოქროს ხმალი წარწერით "სიმამაცისათვის“. ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ის დაინიშნა სამხედრო-სასამართლო სამმართველოს  უფროსად და მთავარ სამხედრო პროკურორად. ამ თანამდებობაზე იყო 12 წლის მანძილზე. 1891 წლიდან არის ინფანტერიის გენერალი, ხოლო 1892 წლიდან - სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1897 წლის შემდეგ იყო ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი.

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1877 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    ქ. ლოვჩის შტურმით აღებისათვის

გააზიარე: