შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიშა ბირკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგებერავო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1936 წელს. იყო მარქს-ენგელს-ლენინის სახელობის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის მეცნიერ-მუშაკი, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" პროპაგანდის განყოფილების გამგე, "ახალგაზრდა ბოლშევიკის" პასუხისმგებელი რედაქტორი. 1942 წლიდან იყო ზუგდიდის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ზუგდიდის განათლების განყოფილების გამგე. წერდა პარტიულ და კომკავშირულ პრესაში, საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებში. დოცენტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.398
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |