შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატე ბიჩიკაშვილი![]()
ბიოგრაფიამსახურობდა ამილახვართან. 1905 წლის მოძრაობის დროს ბატონს განუდგა და ფორიას (ალექსანდრე ცაგურიშვილი) რაზმს ("ქართული ლეგიონი") შეუერთდა. რეაქციის დროს სპარსეთში გაიქცა, სადაც სიმონ შენგელიას სახელითა და გვარით ცხოვრობდა, გარდაიცვალა იქვე. მისი სურათი რევოლუციის მუზეუმში ინახებოდა. ესტატე ბიჩიკაშვილის სპარსეთში გაქცევის გამო, მეფის მთავრობამ მისი მეუღლე დააპატიმრა და ერთი წლით გორის ციხეში ჩასვა, შემდეგ ხუთი წლით როსტოვში გადაასახლა. ციხეში იგი მარო ბოჭორიძესთან (ცნობილი ბოლშევიკი ქალი) ერთად იჯდა. "ქართული ლეგიონის" წევრი. წარმოშობით იყო ქართლიდან. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.398
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |