The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელი

Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Calligrapher

Biography

IX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. მიქაელმა 897 წელს მონასტრის წინამძღვრის სოფრონ შატბერდელის შეკვეთით გადაწერა ე.წ. ადიშის ოთხთავი (ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მესტია). ნაწერია ეტრატზე, მრგლოვანით, 2 სვეტად. პირველ ფურცელზე გამოსახულია ჯვარი, კუთხეებში - მახარებლები წელზევით; მეორე ფურცლის წინდა გვერდზე - მარკოზ მახარებელი, რომელიც ზის და წერს, უკანაზე - ფეხზე მდგომი ლუკა და იოანე მახარებლები. შემდეგ გვერდებზე 5 კამარაა. ეს გამოსახულებები ადრინდელი ტიპისაა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული კანონიკური რედაქცია. ლამაზად ნაწერი, სამკაულებს მოკლებული ტექსტი მოწმობს, რომ მიქაელი თავისი საქმის დიდი ოსტატი იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.24


Share: