The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელი (ეპისკოპოსი)

Date of birth:4??
Date of death:4??
Category:Religious leader

Biography

ქართლის ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსის ტიტულით) V ს-ის 40-70-იან წლებში. ბიზანტიიდან მოწვეული ბერძენი. ვახტანგ გორგასლის აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა ერესს და მაზდეანობას. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის მობიდანის ერეტიკული წიგნები. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.23-24


Share: