Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyმიქაელ (მიქელ) მირიანის ძე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაახლოებით 1178-1190 (სხვა მოსაზრებით 1178-1187) და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მიეკუთვნებოდა ქართლის დიდებულთა სახლს. მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვაროვანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც მეფემ ნიკოლოზ I გულაბერიძის გადადგომის შემდეგ კათოლიკოსად დანიშნა. 1184 წელს მიქაელი გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მიქაელმა ეს თანამდებობა დაკარგა. მიქაელი აქტიურად მონაწილეობდა თამარის დაქორწინებაში იური ანდრიას ძეზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |