The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელ მწერალი

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Calligrapher

Biography

XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. 1054 წელს გადაუწერია ოთხთავი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S-962), რომელიც XI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. ხელნაწერი ძალიან იყო დაზიანებული, ამჟამად აღდგენილია. ეტრატზე ყავისფერი მელნით, ასომთავრულით ორ სვეტად ნაწერი ტექსტი, ოსტატის დახვეწილ ხელოვნებაზე მიუთითებს. ნაწერი ლამაზია, ასოები პროპორციული და მკაფიო, სვეტებს შორის ოქროსფერი წერტილებია, ზოგი საზედაო ასო მორთულია. ტექსტს ამკობს მაღალი გემოვნებით შესრულებული თავსამკაულები. მიქაელ მწერალი გამოირჩევა კოლორიტის ფაქიზი გრძნობით. წყვილი სვეტებით გაფორმებული კამარები, რომლითაც პირველი 6 გვერდი უჭირავს, მხატვრულად დასრულებული კომპოზიციებია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.25



Share: