შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უტუ მიქავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფუკი, წალენჯიხის რაიონი. 15 წლისა დაეუფლა ზეინკლისა და მჭედლის ხელობას. დაახლოებით 50-იან წლებში საჩიჩუეში (წალენჯიხის რაიონი) გადასახლდა, სადაც ისევ მჭედლობას მისდევდა. გლეხთა აჯანყების დაწყებისთანავე მიემხრო აჯანყებულებს. მაისში გლეხებმა მიქავა საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს. 12 მაისს აჯანყებულებმა ზუგდიდი აიღეს. სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. 20 მაისს გენერალი ნ. კოლიუბაკინი აჯანყებულებს შეხვდა. მიქავამ გენერალს გლეხთა მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზი მოახსენა. ამასთან 8 მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნა გადასცა. კოლიუბაკინის მოთხოვნით გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაყარეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1857 წლის ნოემბერში მიქავა რუსეთის ხელისუფლებამ არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა. 1867 წლის იანვარში სასჯელმოხდილი თბილისში ჩამოიყვანეს. როდესაც ბატონყმობა გაუქმდა, თავის სოფელში დაბრუნების ნება დართეს. თანასოფლელებმა მიქავა მამასახლისად აირჩიეს. შემდეგში ისევ მჭედლობასა და მეურნეობას მისდევდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) მეთაური. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.25; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |