The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია მირცხულავა

ილია მირცხულავა
Date of birth:21 March, 1913
Date of death:27 July, 1976  (at 63 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს; საკ. კპ (ბ) ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1958-1964წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1964-1970წწ. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1970 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების დარგში სამეცნიერო ინფორმაციის სექტორის დირექტორი. იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტორგანიზაციების, რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას და აგრარული ურთიერთობის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.14;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 84-85

Awards and Honors

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: