The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბდულ მიქელაძე

აბდულ მიქელაძე
დაბადების თარიღი:1853
გარდაცვ. თარიღი:1919  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძენწმანი, ქედის რაიონი.

მოღვაწეობდა აჭარის რუსეთთან შეერთების შემდგომ პერიოდში, როცა გამწვავდა სოციალ-პოლიტიკური ბრძოლა პროგრესულ - საქართველოს ორიენტაციის მომხრეთა და ოსმალოფილ რეაქციონერებს შორის. იგი მოითხოვდა აჭარაში ქართული სკოლის გახსნას. გვიან შეისწავლა ქართული წერა - კითხვა პეტრე უმიკაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით და შემდეგ თვითონ ასწავლიდა აჭარლებს. იყო გაზეთ "ივერიის" კორესპონდენტი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, პეტრე უმიკაშვილთან, ზაქარია ჭიჭინაძესთან. სამკურნალო ბალახებით ამზადებდა წამლებს (ქართული კარაბადინის მიხედვით) და მოსახლეობას უფასოდ ურიგებდა. ქართველი საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.27; აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge


გააზიარე: