The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მოდებაძე

კონსტანტინე მოდებაძე
Date of birth:13 July, 1879
Date of death:16 May, 1950  (at 70 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1906 წელს.

1911-1919წწ. მუშაობდა საქარის სანერგეში; 1924 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1928 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრას; 1930-1934წწ. იყო აგრეთვე მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტის, ხოლო 1943-1946წწ. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. დაამუშავა ნახევრად ტკბილი სამარკო ღვინის - "ხვანჭკარას" სამრეწველო ტექნოლოგია, შეისწავლა ლითონებისა და კლერტის გავლენა ღვინის ხარისხზე. ადგილობრივი ღვინოების მიკროფლორის შესწავლის შედეგად მიიღო რქაწითელის, მწვანეს, საფერავის, ხვანჭკარას, ციცქასა და ცოლიკაურის საფუვრების წმინდა კულტურები. ქართველი მეცნიერი-მეღვინე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი (1930).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.57

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: