The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე ცურტაველი (ეპისკოპოსი)

Date of birth:5??
Date of death:6??
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ტაშირის სოფელი მუჰენკერტი.

ცურტავის ეპისკოპოსი 599-605 წლებში. წარმოშობით სომეხი. დაიბადა 569/570წწ. აღიზარდა ცურტავში, პიტიახშის კარზე. შეისწავლა ქართული და სომხური მწიგნობრობა. გახდა ჯერ პიტიახშის კარის მოძღვარი, შემდეგ - ცურტავის ეპისკოპოსი.

605 წლის ზამთარში, ქართლის კათოლიკოს კირიონ I-თან კონფლიქტის გამო მოსე ცურტაველი სომხეთში გაიქცა და დაბინავდა არაგაწოტნის გავარის (პროვინცია) იოანე ნათლისმცემლის მონასტერში (ჰოვანავანქი), აქედან მიმოწერა გამართა სომხეთის ეკლესიის მესვეურებთან ქართლიდან გაქცევის მიზეზის შესახებ. იგი სთხოვდა მათ, დახმარებოდნენ საეპისკოპოსო ტახტის დაბრუნებაში, ცურტავში მღვდელმსახურებისათვის აღედგინათ სომხური ენა და მხარი დაეჭირათ ცურტავის სომხურენოვანი თემისათვის მონოფიზიტური მრწამსის შენარჩუნებაში. ამ მიმოწერას მოჰყვა წერილების გაცვლა სომეხ და ქართველ საეკლესიო და საერო ხელისუფალთა შორის, დაიწერა აგრეთვე ცურტავის სომხური მრევლისათვის სახელმძღვანელოდ სპეციალური ტრაქტატები მსოფლიო ეკლესიის ისტორიის შესახებ. ყველაფერმა ამან ჩვენამდე მოაღწია ეპისტოლეთა წიგნის სახით (ძვ. სომხურ ენაზე), რომლის I ნაწილი, ზოგი მკვლევრის აზრით, მოსე ცურტაველის შედგენილი უნდა იყოს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.133


Share: