The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბოროდინი

ალექსანდრე ბოროდინი
სხვა სახელი:ალექსანდრე გედევანიშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1833
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1887  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, ტიხვინის სასაფლაო, სანქტ-პეტერბურგი(რუსეთი).
კატეგორია:კომპოზიტორი, მეცნიერი, მუსიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია 1856 წელს.

1874 წლიდან იყო სამედიცინო-აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1878). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების, კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. ალექსანდრე ბოროდინი არის მრავალი სიმფონიისა და რომანსების ავტორი. მას ეკუთვნის ოპერა "თავადი იგორი". 1850 წლიდან  ალექსანდრე ბოროდინმა დაიწყო მედიცინისა და ქიმიის შესწავლა. 1858 წელს  მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი, სამედიცინო ქიმიის საკითხებზე დაცული დისერტაციისათვის. მან 1859–1862 წლებში სრულყო თავისი განათლება დასავლეთ ევროპაში და დაბრუნებისთანავე მიიღო სამედიცინო–ქირურგიული აკადემიის ადიუნქტ–პროფესორის თანამდებობა. 1863 წლიდან იყო სატყეო აკადემიის ქიმიის კათედრის პროფესორი, 1877 წელს  სამედიცინო – ქირურგიული აკადემიის აკადემიკოსი. ბოროდინის მიერ არის აღმოჩენილი მჟავათა ვერცხლის მარილებზე ბრომის მოქმედებით ბრომჩანაცვლებული ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომელიც ცნობილია ბოროდინ–ჰუნსდიკერის რეაქციის სახელით; ბოროდინმა 1862 წელს მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა ფტორორგანული შენაერთი – ფტორული ბენზოილი, გამოიკვლია აცეტალდეჰიდი, აღწერა ალდოლი, შექმნა ქიმიური ფორმულები - "ბოროდინის ფორმულები". თავად ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.405; საქართველოს სამეფოს ვებ-გვერდი: georoyal.ge


გააზიარე: