The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ჯაფარიძე

მამუკა ჯაფარიძე
Date of birth:22 August, 1962  (62 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1986 წელს. 

1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: პერსონალური - "რა არის რა" ("ქარვასლა", 1992), "როლექსი" ("ქარვასლა", 1993), "სარკეში" (ატლანტა, 2000), "კარი" (ბოტანიკური ბაღი და N-გალ.); ჯგუფური - "თანამედროვე ხელოვნების ფორუმი" (ესტონეთი, 1987), "კედლის მხატვრობა" (ბერლინი, 1987), გალერეა "შავი და თეთრი" (ბუდაპეშტი, 1988), "აბსტინენცია" (ახალი გალ., 1994), ბიენალე (სომხეთი, 2001); "ექოტოპია" (თბილისი, 2005). 1986-1992წწ. იყო მონაწილე და ორგანიზატორი პროექტებისა: "De-music Group"; "შავი ბაზარი" (1991-1992); "აბრეშუმის გზა' (ქართულ-ბრიტანული პროექტი, 1994); "ხელით" (ქართულ-ბრიტანული პროექტი, თბილისი, მირზაანი, 1998); სემინარებისა: "Vita Nova" (მინსკი); "Я здесь шагал" (ბელარუსი, 1994), "რამზეს მზერა" (დიდი ბრიტანეთი), გალერეა "King Strit" (ბრისტოლი, 1995), "წვიმის დღიურები" (სეგ, 1995), "ხატი და შემეცნება" (1996), შანტინაკატანის უნივერსიტეტი (ინდოეთი, 1996), "Shave" (დიდი ბრიტანეთი), ვენეციის ბიენალე, საქართველოს პავილიონი (1999). 2005 წლიდან იყო დიდი გალერეის არტ-დირექტორი. 1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი. ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.615; თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat: projectartbeat.com ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ.  68-69


Share: