Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ თავამაიშვილი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები. 1980-2006წწ. იმუშავა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;1994-2006წწ. კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას; არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო- კვლევითი ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო- კვლევით ჟურნალებში. მათ შორისაა მონოგრაფია - "არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტური არგუმენტაცია", სადაც არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტიკის გაშუქების ფონზე ახლებურადაა განხილული და წარმოჩენილი პუბლიცისტური არგუმენტაციის სტრუქტურული და სხვა დამახასიათებელი ელემენტები; 2006 წელს დაარსა მაია გუნიასთან ერთად სამენოვანი (ქართულ- რუსულ- ინგლისური) შემეცნებით-გასართობი ჟურნალი - "ხედი" და მუშაობდა ამ ჟურნალის მთავარ რედაქტორად; 2008 წელს გახდა ლიტერატურული ჟურნალის "საბა/ლიტერატურულის/" რედაქტორ - გამომცემელი; 2010 წელს მარიამ თავამაიშვილმა და მაია გუნიამ შექმნეს სასწავლო კურსი ინტეგრირებული გაკვეთილებისა /ხელოვნებათმცოდნეობა და ინგლისური ენა/ საშუალო სკოლის მეოთხებ- მეშვიდე კლასის მოსწავლეთათვის და ამ კურსის შესაბამისად ასწავლიდნენ სკოლის მოსწავლეებს; 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდადის სამეცნიერო ხარისხი; 2013 წელს მარიამ თავამაიშვილმა და მაია გუნიამ დაარსეს თბილისის ფრიდერიკ (კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართულად სწორი ფორმაა ფრიდერიკი და არა ფრედერიკი) შოპენის საზოგადოება და დღემდე უძღვებიან მას; მან ახლებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა შოპენის ცხოვრება და შემოქმედება, რითაც უფრო თვალნათლივ გამოვლინდა საქართველოს, პოლონეთისა და საფრანგეთის კულტურულ ურთიერთობათა სიახლოვე და საერთო იდეალები; სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მსგავსება. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |