The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ თავამაიშვილი

მარიამ თავამაიშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 2020  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები.   

1980-2006წწ. იმუშავა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;1994-2006წწ. კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1996 წლიდან  ხელმძღვანელობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას; არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო- კვლევითი ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო- კვლევით ჟურნალებში. მათ შორისაა მონოგრაფია - "არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტური არგუმენტაცია", სადაც არჩილ ჯორჯაძის პუბლიცისტიკის გაშუქების ფონზე ახლებურადაა განხილული და წარმოჩენილი პუბლიცისტური არგუმენტაციის სტრუქტურული და სხვა დამახასიათებელი ელემენტები; 2006 წელს დაარსა მაია გუნიასთან ერთად სამენოვანი (ქართულ- რუსულ- ინგლისური) შემეცნებით-გასართობი ჟურნალი - "ხედი" და მუშაობდა ამ ჟურნალის მთავარ რედაქტორად; 2008 წელს გახდა ლიტერატურული ჟურნალის "საბა/ლიტერატურულის/" რედაქტორ - გამომცემელი; 2010 წელს მარიამ თავამაიშვილმა და მაია გუნიამ შექმნეს  სასწავლო კურსი ინტეგრირებული გაკვეთილებისა /ხელოვნებათმცოდნეობა და ინგლისური ენა/ საშუალო სკოლის მეოთხებ- მეშვიდე კლასის მოსწავლეთათვის და ამ კურსის შესაბამისად ასწავლიდნენ სკოლის მოსწავლეებს; 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდადის სამეცნიერო ხარისხი; 2013 წელს მარიამ თავამაიშვილმა და მაია გუნიამ დაარსეს თბილისის ფრიდერიკ (კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართულად  სწორი ფორმაა ფრიდერიკი და არა ფრედერიკი) შოპენის საზოგადოება და დღემდე უძღვებიან მას; მან ახლებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა  შოპენის ცხოვრება და  შემოქმედება, რითაც უფრო თვალნათლივ გამოვლინდა საქართველოს, პოლონეთისა და საფრანგეთის კულტურულ ურთიერთობათა სიახლოვე და საერთო იდეალები; სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მსგავსება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ფრიდერიკ შოპენის საზოგადოება, დამაარსებელი (2013-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: