შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლია ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ბოჭორიშვილი იყო იმ სამხედრო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც ალიხანოვ-ავარსკიმ 1906 წელს კანონგარეშედ გამოაცხადა. ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, იასონ ტყეშელაშვილთან ერთად, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ჩამოშორებულმა, შეადგინა ტერორისტული ჯგუფი, შეაგროვა იარაღი და მთელ რაჭა-ლეჩხუმში დევნა დაუწყო ჯაშუშებს, მეფის მთავრობის მოხელე-აგენტებს, მებატონეებს და სხვ. მთელ მაზრაში სახელი გაითქვა, როგორც მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლმა. 1907 წელს კაზაკებმა შეიპყრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში კოლია ლორთქიფანიძესთან ერთად ჩამოახრჩეს. რაჭის ორგანიზაციის წევრი (1905-1908), რევოლუციონერი, ტერორისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.416
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |