შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ბუთხუზი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მლეთა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს. 1924 წელს, ცენტრალური პარტიული სკოლის სცენაზე, სტუდენტ-სცენისმოყვარულთა წრეში დადგა პიესა "კაკო ყაჩაღი". პირველად სცენაზე გამოვიდა 1931 წელს, გოჩას პარტიით მელიტონ ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერში" (ი. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერა დაიდგა რუსთაველის თეატრში). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კიაზო ("დაისი"), აბდულ არაბი ("შოთა რუსთაველი"), ჟერმონი ("ტრავიატა"), კნიაზ ლეცკო ("პიკის ქალი"), ვალენტინი ("ფაუსტი"), გრაფი დილუნა ("ტრუბადური") და სხვ. საოპერო მომღერალი, ბარიტონი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.428 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |