The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლია ბუკია

კოლია ბუკია
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ბუკია
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1959  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

1905 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას. 1905 წლის ოქტომბერში, რევოლუციური მოძრაობის დროს, როდესაც ქუთაისს ვიცე-გუბერნატორი ალ. ყიფშიძე (იგივე ალ. ფრონელი) ეწვია, ნიკოლოზ ბუკიამ ქართულად დაწერილი შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა: კაზაკების გაყვანა ზუგდიდიდან, ქართული ენის შემოღება ყველა დაწესებულებაში, დემოკრატიული ერობა, საყოველთაო არჩევნები, სრულიად საქართველოს ფართო დემოკრატიული ავტონომია, მიწა მიწის მუშებს და სხვ. ნიკოლოზ ბუკია ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა, რამდენიმე ხანი ციხეშიც იჯდა. სცენისმოყვარული, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. საზოგადო მოღვაწე, ქალაქ ზუგდიდში პირველი ბიბლიოთეკის დაფუძნების თაოსანი, პირველი სპექტაკლის დადგმის ორგანიზატორი ზუგდიდის თეატრში, სცენარისტი, პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი ქალაქ ზუგდიდში, წლების მანძილზე ზუგდიდის რუსული სკოლის დირექტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.430


გააზიარე: