შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ბუკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, გურია, ჩოხატაურის რაიონი. 1910 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (ვოლინის გუბერნია). იყო მეფის მთავრობის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატების რევოლუციური გამოსვლების ორგანიზატორი. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1914 წელს, იყო გაზეთ "ფიქრის" რედაქტორი, ხელისუფლებამ გაზეთი დახურა და სიმონ ბუკია დააპატიმრა. პერიოდულად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "ეშმაკის მათრახი", "თეატრი და ცხოვრება" და სხვ. რევოლუციონერი, პროპაგანდისტი, ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.431
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |