შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გასვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა 1960 წელს. 1960-1970წწ. გუდაუთის რაიონის სოფელი ოთხარის საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1970-1988წწ. სოხუმის მე-15 საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1970-1979წწ. სოხუმის მე-20 საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1988-1990წწ. ჟურმალი "რიწა", პროზის განყოფილების გამგე; 1989-1992წწ. აფხაზეთის განათლების მუშაკთა კულტურის სახლი, დირექტორი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან ქ. გაგრის კოლხიდის N13 საარჩევნო ოლქი, თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის და თვდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კ. ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.109; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.120 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |