Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ღუდუშაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ტყავის ნაკეთობათა სპეციალობით 1961 წელს. შრომითი კარიერა დაიწყო თბილისის ფეხსაცმელების საწარმოო გაერთიანება "ისანი"-ს მე-5 შემკერ საამქროში ინჟინერ-დისპეტჩერის თანამდებობაზე; 1965 წლიდან მუშაობდა მენდელეევის მეტროლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის (შემდგომ საქართველოს) ფილიალში - საინფორმაციო განყოფილების ინჟინერ-ლაბორანტის თანამდებობიდან დაწყებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტირების დეპარტამენტის ეროვნული ფონდის უფროსამდე; წლების მანძილზე ინდივიდუალურად და საჯაროდ ეწეოდა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და ხარისხის მართვის აქტიურ პროპაგანდას რესპუბლიკურ გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში, აწყობდა თემატურ შეკრებებს, კონკურს-ჩვენებებს, სისტემატურად კითხულობდა საზოგადოება "ცოდნის" განხრით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სამინისტროებსა და ინსტიტუტებში, ამზადებდა ცნობარებს ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით; მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა თანამშრომლობა ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ქართული სახელმწიფო სტანდარტების ლექსიკოლოგიის შემოღების მიზნით; შემუშავებული აქვს მეთოდური სახელმძღვანელო "პროდუქციის ხარისხის მართვის, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის ძირითადი ტერმინები და განმარტებები" (1990), 5 სახელმწიფო სტანდარტი (1998); თანამშრომლობდა უცხოელ სპეციალისტებთან, იყო საქსტანდარტის წარმომადგენელი საერთაშორისო პროექტების განხილვის კომისიაში, მონაწილეობდა საქსტანდარტის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე; მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საინტერესო მოკვლევა ცნობა - რომ საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის შექმნამდე ათეული წლებით ადრე, 1906 წელს თბილისში უკვე არსებობდა "მენდელეევის ზომა - წონის ტიფლისის პალატა". იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი, მისდევდა ქართული ხელოვნების უძველეს და იშვიათ სახეობას - მძივით ქარგვასა და ხატვას. შექმნილი აქვს ქართულ თემატიკაზე დაფუძნებული ათეულიბით ექსპონატი. საქართველოში სტანდარტიზაციის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის არაერთგზის მიღებული აქვს საკავშირო რესპუბლიკური და უწყებრივი ორგანიზაციებისგან მადლობები, სიგელები და ჯილდოები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |