The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი
Date of birth:20 December, 1941
Date of death:1 November, 2015  (at 73 years)
Burial location:ქალაქ თელავის სასაფლაო
Category:Literary scholar, Writer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერა-ტურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1967 წლიდან მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი, პროფესორი, გამგე, პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იკვლევდა ქართული ლიტერატურის, ფოლკლორისა და წიგნთმცოდნეობის საკითხებს. მონოგრაფიულად შეისწავლა თელავის ლიტერატურული ცხოვრება XVII-XX საუკუნეების განმავლობაში. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 12 წიგნისა. შეადგინა, შესავლით ან ბოლოსიტყვაობით გამოსცა: ნარკვევი "ალექსანდრე ჭავჭავაძე" (1986), იოსებ მჭედლიშვილის ლექსების კრებული "ფერადი მძივი" (1988), გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული "ალზიორა" (1991), ალექსანდრე ორბელიანის ნარკვევი "თელავი" (1997), გიორგი ლეონიძის "ნამცვრევი" (2000), თელავზე დაწერილი ლექსების კრებული სახელწოდებით: "ფილტვად აქვს კახეთს თელავი" (2000), მათე ალბუთაშვილის ნაშრომი "პანკისის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა)" (2005). სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწია პროექტს: "XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა" (2011), რის შედეგადაც მრავალტომეული გამოიცა. ავტორია მოთხრობებისა, რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით "ციდეულები". ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995).

Awards and Honors

  • წინანდლის საპატიო მოქალაქე
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო)
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: