The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის აგაპოვი

ბორის აგაპოვი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1899
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 1973  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1922 წელს.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1920-იანი წლების დამდეგს თბილისში. 1922 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. შედიოდა პოეტ-კონსტრუქტივისტების ჯგუფში. წერდა ნარკვევებს საწარმოო თემაზე (წიგნები: "მასალა სამყაროს შესაქმნელად", 1933; "ტექნიკური მოთხრობები", 1936; "ნოვატორების გმირობა", 1950 და სხვ.). ავტორია დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სცენარებისა: "სტალინგრადის აღორძინება" (1944), "გამარჯვებული ქვეყნის დღე" (1947), "ყინულმჭრელი ლენინი" (1964) და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.51-52

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია
    ფილმის სცენარისთვის "ყინულმჭრელი ლენინი"
  • 1948 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1947 - ლატვიის სსრ ხელოვნების დამსახურებული მუშაკი
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმის სცენარისთვის "გამარჯვებული ქვეყნის დღე"
  • 1944 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმის სცენარისთვის "სტალინგრადის აღორძინება"

გააზიარე: