The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბიჭია

მიხეილ ბიჭია
Date of birth:28 June, 1985  (39 years)
Category:Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2007 წელს; 2009 წელს ჩააბარა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კერძო სამართლის მიმართულებით; 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო დისერტაციის თემა: "პირადი ცხოვრების დაცვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით" (სამეცნ. ხელმძღვანელი: პროფ. თ. ნინიძე).

2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე, ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, 2021 წლიდან კი მიენიჭა დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით; 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ივლისამდე იყო იურიდიული ფირმა "სიმართლის" ზუგდიდის N5 ფილიალის ადვოკატი; 2008-2014 წწ. იურიდიული ფირმა "იურაითის" ადვოკატი, 2014 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელი ადვოკატი; 2010-2011 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, 2011-2014 წლებში - კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2012-2015 წლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015-2016 წწ. ამავე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-2014 წწ. სდასუ-ს ასისტენტ-პროფესორი, 2014 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი; 2016 წლის თებერვლიდან 2019 წლის მარტამდე ევროპის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, 2022 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2021 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, 2023 წლიდან - მედიატორი; არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ექვსი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე, ერთი უცხოური მონოგრაფიის მთარგმნელი. მისი ნაშრომები გამოცემულია როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

Member of Organizations

  • სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2007-)
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) ჟურნალ "სპექტრის" სარედაქციო კოლეგია, წევრი (2017-2018)
  • საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2023-)

Bibliography


Share: